|
2018-04-16 17:55:59, 1650 ნახვა
კომენტარი
„სიურპრიზად აღიქვა 2 ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო პოლიტიკურ თამაშში, ადამიანში ღირებულებით განცდას ცდება“
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების პოლიტიკასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების პოლიტიკა უაღრესად მკაცრია. "მესმის, რომ პოლიტიკოსებს უჩნდებათ სურვილი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ გარკვეული მოვლენები, მაგრამ სიურპრიზი უწოდო და სიურპრიზად აღიქვა ორი ბავშვის წინ დედის მოკვლა და შეეცადო ეს გაათამაშო, ასე ვთქვათ, შენს პოლიტიკურ თამაშში და ასეთ მოვლენას უწოდო სიურპრიზი და კიდევ „დაგვიანონსო" მსგავსი სიურპრიზები, ჩემი აზრით, ეს სცდება საერთოდ ღირებულებით განცდას ადამიანში. ის, რაც მოხდა გეგონოს სიურპრიზი და რამაც ასე შეგვძრა ყველანი. ასე რომ, ამასთან დაკავშირებით მე შინაარსობრივ კომენტარს, როდესაც პოლიტიკური კომენტარი, სცდება ადამიანობის და ცივილიზებულობის ყველა ზღვარს, მე ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც ძალადობის ფაქტებზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება. მან გადაწყვეტილების მიზეზად ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)