07:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 18:19:38, 474 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძე ქედაში, სოფელ უჩხითში გზის მოასფალტებით სამუშაოებს დაესწრო.

„უჩხითის 3,7კილომეტრიანი გზის მოასფალტებისთვის ბიუჯეტიდან 920 000 ლარია გამოყოფილი. ქედის მუნიციპალიტეტში უჩხითის, ოქტომბრის და გეგელიძეების მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს გზების მოასფალტება, სულ 8 კმ-ზე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში მოეწყობა ბეტონის საფარი 2 კმ-ზე, სხვადასხვა გზაზე მოეწყობა 14 გაბიონი, 15 ბეტონის საყრდენი კედელი, 3 სწორკუთხა მილი და 1 ხიდი.

უჩხითში გასულ წელს მახუნცეთი-უჩხითის მიმართულებით 3,1 კმ-ზე ასფალტობეტონის საფარი მოეწყო, რისთვისაც დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 706 000 ლარი დაიხარჯა. გზის მოასფალტება მიმდინარე წელსაც გრძელდება. აღნიშნული გზით სოფელ უჩხითში მცხოვრები 82 კომლი სარგებლობს. გარდა უჩხითის სოფლის მაცხოვრებლებისა, აღნიშნული გზით მახუნცეთის თემის 5 სოფელი სარგებლობს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ დაბა ქედაში საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოებიც მოინახულა.

„დარბაზის რემონტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში შეიცვლება იატაკი, დაშენდება მეორე სართული, სადაც მოეწყობა ადმინისტრაციული ოფისი, ასევე შეიცვლება ფანჯრები, გაიმართება ელექტროობა და სტანდარტების დაცვით მოეწყობა დარბაზი.

ქედის სასპორტო სკოლაში ჭიდაობის 2 სახეობაში 3 სექცია ფუნქციონირებს: თავისუფალ და ქართულ ჭიდაობაში. ამ ეტაპისთვის სკოლაში 40-მდე მოჭიდავე ირიცხება, რომელთაც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics