13:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 15:30:28, 2115 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საგარეო მინისტრი: სირიაში მიზანი მიღწეულია - ვფიქრობ, გაკვეთილი აითვისეს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, სირიაზე დარტყმების მეორე ფაზა არ იქნება, რადგან მიზანი მიღწეულია, - ამის შესახებ ფრანგმა მინისტრმა BFMTV-ს ეთერში განაცხადა.

"არ არსებობს პირველი ფაზა, არსებობს მხოლოდ ერთი ფაზა და მიზანი, რომელიც მიღწეულია. სამიზნეებს ბაშარ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის მარაგები წარმოადგენდა. თუ წითელი ხაზები კვლავ იქნება გადაკვეთილი, გამორიცხული არაა, რომ ახალი ჩარევა გახდეს საჭირო. თუმცა ვფიქრობ, რომ გაკვეთილი ათვისებულია", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics