17:50 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 19:08:50, 1698 ნახვა

სამართალი
„სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

კომპანია "სითი პარკმა" დედაქალაქის მერიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

როგორც კომპანიის იურისტმა ნანუკა ავალიანმა აღნიშნა,"სითი პარკი" სამართლებრივ ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოშიც გააგრძელებს.

„ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან იმის დადასტურებას, რომ „სითი პარკი“ კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და შესაბამისად, უკანონო იყო ქალაქ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანის სასამართლოს პირობებში შევძლებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ ადგილობრივ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო არბიტრაჟს“ ,- განაცხადა ნანუკა ავალიანმა.

ცნობისთვის, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics