|
2018-04-05 13:20:38, 1663 ნახვა
კომენტარი
კალაძე: სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება მოვითხოვეთ, რადგან ადამიანების სიცოცხლე ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით, შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. „ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს შემთხვევა და სამწუხაროდ, პირველიც არაა. რაც შეეხება შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას, ჩვენ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების ინიციატორი ვიყავით. მოვითხოვეთ, რეგულაციები გამკაცრებულიყო, რადგან ადამიანების სიცოცხლე და მათი უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. თუ საჭიროა, კიდევ დამატებით რაიმე რეგულაციის შემოღება, შეიძლება, პარლამენტთან ერთად ვიმსჯელოთ, რათა რეგულაციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ. მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)