|
2018-04-02 11:41:16, 1645 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2018“ დაიწყო
„მოყვარულთა თასის“ 2018 წლის სეზონის მუნიციპალურმა ეტაპმა მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოედანზე 31 მარტს, 17:00 საათზე აიღო სტარტი. სეზონის გახსნით ცერემონიალს „საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის“ პრეზიდენტი, წარმომადგენლები და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსნები დაესწრნენ. 2018 წლის სეზონის გახსნით შეხვედრაში „მოყვარულთა თასი 2017“-ის გამარჯვებული ფოთის „ჭაბონამა“ სამოყვარულო საფეხბურთო გუნდ ფოთის „კოლხიდა“-ს დაუპირისპირდა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა დამაჯერებელად იასპარეზა და მოწინააღმდეგე იოლად დაამარცხა, ანგარიშით 4:0. „მოყვარულთა თასის“ 2018 წლის სეზონის გათამაშებაში 49 მუნიციპალიტეტის 400 - მდე გუნდი და 10 000 მოყვარულ ფეხბურთელზე მეტი იღებს მონაწილეობას. „მოყვარულთა თასი 2018“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)