06:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 20:08:23, 2445 ნახვა

მსოფლიო
ჩეხეთმა ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აშშ-ს გადასცა

ჩეხეთმა სოციალურ ქსელებზე ჰაკერულთავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ევგენი ნიკულინი აშშ-ს გადასცა.

ჩეხური მედიის ინფორმაციით, ნიკულინი პრაღიდან აშშ-ში თვითმფრინავით უკვე გაამგზავრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.

ჩეხეთის პოლიციამ ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ერთად, ევგენი ნიკულინი ჯერ კიდევ 2016 წელს დააკავა.

ამერიკული მხარე მას სოციალური ქსელის LinkedIn მონაცემების მოპარვას, ასვე Dropbox და Formspring სერვერებთან უკანონო წვდომაში სდებს ბრალს.

ნიკულინის ექსტრადირებას რუსეთიც ითხოვს, რომელიც მას 2009 წელს განხორციელებულ ჰაკერულთავდასხმაში ადანაშაულებს. ჰაკერის აშშ-სთვის გადაცემის გადაწყვეტილება ჩეხეთის სასამართლომ 2017 წლის ნოემბერში მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი ცდილობდა, დაერწმუნებინა მინისტრი, რომ ნიკულინი რუსეთისთვის გადაეცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics