06:56 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 14:21:38, 2280 ნახვა

მსოფლიო
კემეროვოში, ხანძართან დაკავშირებით სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის უფროსი დააკავეს

კემერევოში, დამწვრი სავაჭრო ცენტრის  მშენებლობის ზედამხედველობის ინსპექტორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი.

მანამდე, კემეროვოში დამწვარი სავაჭრო ცენტრის  მესაკუთრე, კომპანიის გენერალური დირექტორი, იულია ბოგდანოვაც დააკავეს.

ბოგდანოვას, ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლით წაუყენებენ (სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც  ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და ევაკუაცია დროულად არ განხორციელდა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. ხანძრის გაჩენის საქმეზე ამ დროისთვის 7 ადამიანია დაკავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics