02:21 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 10:46:16, 1924 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ვარწმუნებ მათ, ვისაც ჩემს გადადგომაზე ტაიმერები აქვთ დაყენებული, ეს ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავს

მინდა დავარწუნო ის ადამიანები, რომელთაც დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი ზურაბ ალავიძემ დატოვა და მის ადგილს მაია ცქიტიშვილი იკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics