02:20 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-30 09:57:04, 1787 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ზურაბ ალავიძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამარტაულ ბრიფინგზე განაცხადა.

 კვირიკაშვილის თქმით, ალავიძემ გადადგომის თხოვნით, მას თავად მიმართა.

„წელიწადნახევრის წინ როდესაც ზურაბ ალავიძე დაინიშნა მთავრობის ადმინისტრაციაში, სტრატეგიული პროექტების მართვის უფროსად, რომელსაც ევალებოდა რეგიონული პროექტები. მახსოვს, კარგა ხანი დამჭირდა. მისი საჯარო სამსახურში წამოსვლაზე დაყოლიებისთვის და მაშინვე ამბობდა ის, რომ საკუთარ თავს გრძელვადიან პერსპექტივაში, საჯარო სექტორში ვერ ხედავდა. გამომდინარე იქიდან, მე მას ოცი წელია ვიცნობ და ის ყოველთვის იყო კერძო სექტორში.  რამდენიმე დღის წინ მან მომმართა თხოვნით, კერძო სექტორში დაბრუნების თაობაზე.  მე ასევე დამჭირდა რამდენიმე დღე,  რომ დამეყოლიებინა დარჩენაზე. თუმცა, უარის თქმა უკვე ვეღარ შევძელი და ამიტომ, მომიწია მისი თხოვნის დაკმაყოფილება“,- აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ალავიძეს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, ზურაბ ალავიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics