02:21 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 19:43:54, 1830 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: საქართველოს პრემიერის განცხადება მიმართული იყო პოზიტიური წინსვლისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება იყო მიმართული კონსტრუქციული, პოზიტიური წინსვლისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში, თუმცა ვნახეთ პარლამენტის მკვეთრი განცხადებაც“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დროა, თბილისმა აირჩიოს - იქნება ხისტი, თუ მოქნილი და თანმიმდევრული.

„პრემიერ კვირიკაშვილის ბოლო განცხადება მიმართული იყო კონსტრუქციული, პოზიტიური წინსვლისკენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში, ახალი გზების ძიებისკენ, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში. თუმცა, შემდეგ მოულოდნელად წავიკითხეთ საქართველოს პარლამენტის საკმაოდ მკვეთრი განცხადება, რომელმაც პრემიერის განცხადების სრული დეზავუირება მოახდინა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ დროა, თბილისმა აირჩიოს - იქნება ხისტი, თუ იქნება მოქნილი და თანმიმდევრული. საქართველოს პრემიერის განცხადებაში ჩვენ დავინახეთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე კიდევ ერთხელ პოზიტიურად დაფიქრების შეთავაზება. დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება აქვთ ცხინვალსა და  სოხუმში. თუმცა, შემდგომმა განცხადებებმა მთლიანად გადახაზა ეს კონსტრუქცივიზმი“, - განაცხადა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics