05:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 14:39:08, 2169 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი „თალიბანის“ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ, სანქციებს მოუხსნის

„ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს მოძრაობა „თალიბანის“ იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

მოგერინი ავღანეთის საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით, „სამშვიდობო პროცესი, თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და რეგიონალური თანამშრომლობის სფეროში“ დაესწრო და სიტყვით გამოვიდა.

როგორც მან აღნიშნა, „თალიბანმა“ უნდა გამოავლინოს გამბედაობა და მიიღოს სამშვიდობო შეთავაზება ავღანეთის პრეზიდენტის მხრიდან, რათა ქვეყანაში ომი დასრულდეს.

„ჩვენ შეგვიძლია იმ ადამიანებთან მუშაობა, ვინც იარაღს გადადებს. ასევე შეგვიძლია მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, რათა მათ საკუთარი ადგილი მონახონ სამოქალაქო ცხოვრებაში“, - განაცხადა მოგერინიმ.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი "თალიბანის" პოლიტიკურ ჯგუფად აღიარების ინიციატივით გამოვიდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics