20:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 11:32:21, 1462 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი - პაპუნა უგრეხელიძის მიმართ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული

პარლამენტის ვიც-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, პაპუნა უგრეხელიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული.

როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სექსუალური შევიწროება ძალიან მძიმე ბრალდებაა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ სექსუალური შევიწროების ყველა ფაქტი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირებს, ძალიან მძიმე ბრალდებაა. ვფიქრობ, რომ ყველა მათგანი და ეს კონკრეტული შემთხვევა აუცილებლად უნდა იყოს სათანადოდ შესწავლილი. ამ კონკრტულ ფაქტზე ინფორმაცია არ მაქვს, ვიცი მხოლოდ ის, რაც მედიით გაჟღერდა და მხოლოდ შემიძლია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი მოკვლევა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. თუ ეს ფაქტი დადასტურდება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული რეაგირებები იქნას გამოყენებებული", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე რამდენიმე დღის წინ ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics