15:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 17:14:52, 1674 ნახვა

სამართალი
შსს-მ ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.გ., ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით, ჭუბერში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილოს“  ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიჭრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა მ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ძალადობით ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის ან სხვა ქმედების ფაქტზე, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics