|
2018-03-21 21:53:02, 1650 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: არასდროს ვიტყვით უარს აფხაზებთან და ოსებთან საუბარზე - მოგვცენ შესაძლებლობა და ნუ გვივლებენ მავთულხლართებს
„ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს აფხაზებთან და ოსებთან საუბარზე. მოგვცენ შესაძლებლობა და ნუ გვივლებენ მავთულხლართებს“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ კითხვას - რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნია აფხაზეთთან და ოსეთთან პირდაპირი დიალოგი. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათთან ურთიერთობა არასდროს არ უნდა გაწყდეს. „ამის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, როგორც აფხაზებს, ასევე ოსებს, ეს ყოველთვის ფიქსირდება ჩვენს მიერ. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ უნდა ვესაუბროთ იმ დონეზე, რომელიც შეეხება ჩვენ შორის ხიდების აღდგენას, ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც კიდევ უფრო დაახლოვებს საზოგადოებებს. უფრო მეტი პროექტები უნდა არსებობდეს და იმიტომ არ არსებობს, რომ იქ დგანან ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რატომ ავლებენ ამ მავთულხლართებს? მართლა სამხედრო თვალსაზრისით ავლებენ, თუ მართლა რაიმე მოგონილ საზღვარს იცავენ? რატომაა სულ უფრო ნაკლები გადასასვლელი პუნქტი აფხაზეთთან მიმართებაში? რატომ ბოლოს და ბოლოს, რა მიზეზით არ ფასობს ქართველის სიცოცხლე იქ და შეგიძლია სიცოცხლეს გამოსალმო ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ეროვნების არის. იმიტომ, რომ ტენდენცია დაახლოებისკენ არსებობს და მავთულხლართი იმიტომ კი არ არის იქ გავლებული, რომ ქართული ტანკის ეშინიათ, იმიტომ, რომ ცხინვალიდან თბილისში წამომსვლელის ეშინიათ და ეშინიათ იქ მდგარ რუსებს იმიტომ, რომ ეს ემოცია აღდგენადია. ეს არის მთავარი პრობლემა. მავთულხლართების გავლების პროცესში შენ მე არ უნდა მითხრა რომ შენი საქმეა, კი ბატონო ელაპარაკე შენს თანამოქალაქეს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ასეთ საუბარს, რომლებიც საზოგადოებას დაახლოვებს, ჰყავს რეალური გამთიშველი მხარე. ასე რომ არასდროს არ უნდა გაწყდეს ურთიერთობა როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან. ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს აფხაზებთან და ოსებთან საუბარზე. მოგვცენ შესაძლებლობა და ნუ გვივლებენ მავთულხლართებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)