19:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 15:09:25, 1371 ნახვა

კომენტარი
რამაზ საყვარელიძე: შსს-მ „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტს გაღვივების საშუალება არ მისცა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ეხმაურება.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება აბსოლუტურად ადეკვატური და რაც მთავარია, ოპერატიული იყო.

„რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჟურნალისტის ფრაზა, ძალადობა პრაქტიკულად იმ ჟურნალისტის გამართლებაა, რომელსაც ებრძვი. ამაზე ოდნავ მაინც რომ დაფიქრდეს ადამიანი კარგია, მაგრამ თუ არ დაფიქრდება და არც გული, გონება უკარნახებს, იქ უკვე სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა უკარნახოს როგორ ჯობია მოქცევა. აბსოლუტურად ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება და რაც მთავარია, ოპერატიული. ანუ ამ კონფლიქტს არ მისცა გაღვივების საშუალება. საზოგადოებაშიც პოზიტიური დამოკიდებულებაა სამინისტროს მოქმედების მიმართ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics