03:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 11:22:05, 2283 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.


საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ.

"დიდი იმედი მაქვს, ჩვენ მივყვებით იმ გზას, რომელიც სწორი იქნება. ჩვენი ხალხი იმსახურებს  ახალ და უკეთეს გზას",-განუცხადა მან ჟურნალისტებს.


არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობს: რუსეთის “კომუნისტური პარტიიდან”  პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი. 


რუსეთში ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით შეუძლიათ.
კენჭისყრის პროცედურას 109 ქვეყნიდან 1500-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატი სულ 2-ჯერ მონაწილეობდა. პირველი ქალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვა იყო. ის კენჭს 2000 წელს იყრიდა. 2004 წელს პრეზიდენტობისთვის ოპოზიციონერი ირინა ხაკამადა იბრძოდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics