16:25 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 13:38:16, 1478 ნახვა

კომენტარი
ქუმსიშვილი: ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაეწერა და გუდაურში სასრიალოდ დაბრუნდა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ოლეგ ვიტროკი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა და გუდაურში სასრიალოდ დაბრუნდა.

ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადა, სადაც საბაგიროზე მომხდარი ინცდენტის დროს დაშავებულები მოინახულა.

„დღეს დილით ადრე ოლეგ ვიტროკი გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ გუდაურში დაბრუნდა სასრიალოდ, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა პაციენტი კონტაქტურია, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო. პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დაკვირვების მერე ექიმები ოთხ პაციენტს გაწერენ და სახლში გამგზავრების უფლებას მისცემენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics