02:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 17:26:42, 2114 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: სკრიპალის საქმე ნატოს უსაფრთხოების გამოწვევაა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იანს სტოლტენბერგმა,  რუსეთის დაზვერვის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე, ალიანსის უსაფრთხოების გამოწვევად შეაფასა.

 „ეს არის წესების და ნორმების დარღვევა, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი წევრები ნებისმიერი საფრთხისგან“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშა, ალიანსი მზადაა, ბრიტანეთს სკრიპალის საქმის გამოძიებაში დაეხმაროს.  ამ საკითხთან დაკავშირებით, სტოლტენბერგი 19 მარტს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდება.

გარდა ამისა, ნატოს გენმდივნმა განაცხადა, რომ რუსეთთან ახალი „ცივი ომის“ დაწყება არ სურს.

„ჩვენ არ გვინდა ახალი „ცივი ომი“  რუსეთთან და შეჯიბრი შეიარაღებაში“,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში კრემლი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, პრემიერის თქმით, ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics