2015-05-18 17:43:01, 403 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ადეიშვილი: დავტოვეთ არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანა
„დავტოვეთ არაკორუმპირებული და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა“,-ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა უკარაინულ გამოცემა „გლავკომთან“ საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის საჭირო პოლიტიკოსები უყვარდეთ.
"მე არ შემიძლია გითხრათ, რომ მე საქართველოში ვუყვარვარ. არ არის საჭირო პოლიტიკოსები უყვარდეთ. მთავარია რას დატოვებენ ისინი წასვლის შემდეგ. ჩვენი მთავარი მემკვიდრეობა რაც დავუტოვეთ საქართველოს არის ის, რომ დავტოვეთ არაკორუმპირებული და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, სადაც დღეს არის ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო სერვისები“-განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოდან წასვლის შემდეგ ყოფილმა მაღალჩინოსანმა პირველად მისცა ინტერვიუ უკრაინულ გამოცემას.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან