13:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 19:38:06, 1905 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: მოლაპარაკებების შედეგად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეთანხმდა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში და ნატო-ში გამართა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეთანხმდა. ევროკავშირის შემთხვევაში, ეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც ახალ ორმხრივ, სექტორული თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმებას გულისხმობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კი, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე შედგა მსჯელობა - ნატო საქართველოს მომავალ სამიტზე იწვევს.

„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მივაღწიეთ ახალ ფორმატს - სექტორული თანამშრომლობისა, რაც საქართველო - ევროკავშირის დიალოგის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანაა.

მე მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან მიმართებაში და ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ წარმოქმნილ პრობლემას გადალახავს.

ჩვენ ვისაუბრეთ ნატოსთან მომავალი სამიტის თაობაზე და იმის შესახებ, რომ საქართველო იქნება მიწვეული ამ სამიტზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იქნება გადაწყვეტილი და განხილული.

საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, განსაკუთრებით ეს ეხება შავი ზღვის ფორმატს, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას და საქართველოს როლის აღიარებას, რომელიც ნატო-სგან ჩვენ არაერთხელ გაგვიგია.

ამ შედეგების პარალელურად, ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მისი ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი მოქალაქეების დაკავება, რომლებსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ უშვებენ.

ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ აი, ამ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics