|
2018-03-09 14:44:18, 2043 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინისთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს და ქვეყნის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება. გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროინტეგრაციის პერსპექტივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღმაშფოთებელია ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ის, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოსვენებას ამ დრომდე აფერხებს. შეშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, გასულ წელს, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობასაც. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს ძალისხმევა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა დაუსჯელი კვლავ არ დარჩეს. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების საქმიანობა, რომელიც მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ. ასევე, აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების უზრუნველყოფა და ამ მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება. „მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმების განხორციელება ევროკავშირისა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია და ევროკავშირი მზადაა ურთიერთობების გასაღრმავებლად. აღინიშნა, რომ ევროკავშირს და საქართველოს აქვს ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლისთვის. საქართველოს მიზანი კი ევროკავშირთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ხაზი გაესვა დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების გაგრძელებას ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით“, - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)