21:11 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 01:10:39, 1822 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ვეს მიტჩელმა საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას. მისი შეფასებით, საქართველო არის ლიდერი რეგიონში, განხორციელებული რეფორმების კუთხით და განსაკუთრებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის როლი რეფორმის პროცესში. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოთქვა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც ქვეყანა დგას. მისივე განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დეტალურად არის ინფორმირებული რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. 

პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-თან პარტნიორობა უმაღლესი პრიორიტეტია; გასული 2017 წელი კი აშშ-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით სამაგალითო იყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი რეგიონში.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, აშშ-ის როლს ნატოს მომავალი სამიტისთვის საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით. 
სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ, მიმდინარე წელს, ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მორიგი შეხვედრის გამართვა იგეგმება, რომელზეც კიდევ ერთხელ განიხილება აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics