13:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 16:03:05, 1972 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, თუ მის შესანარჩუნებლად ყველა ერთად ვიმუშავებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება, თუკი ამ მიღწევის შესანარჩუნებლად ყველა ერთად იმუშავებს.

„ვიზალიბერალიზაციას არ ემუქრება საფრთხე, რა თქმა უნდა, თუ  ჩვენ ყველანი ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ  შევინარჩუნოთ ეს უდიდესი სიკეთე“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანია საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის საკითხის დაყენებას აპირებს. როგორც გერმანიის შს მინისტრმა ტომას დე მაზიერიმ აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციას შესაძლოა, საფრთხე მართლაც დაემუქროს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics