09:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:46:31, 1956 ნახვა

ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებულია 3,5 მილიონი დოლარის გამოყოფა. 

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და USAID- ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, ბროკ ბირმანმა მოაწერეს. 
 „ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც, საქართველო, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, დამატებით ფინანსურ დახმარებას მიიღებს. აღნიშნული ფინანსური რესურსით დამატებით მოხდება, ერთი მხრივ, ტექნიკის შესყიდვა (ტრაქტორები, შემასხურებლები, ფერომონები), მეორე მხრივ, ცოდნის გაზიარება და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ბროკ ბირმანის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ს მხარე საქართველოს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. 

„პირადად მქონდა შესაძლებლობა დასავლეთ საქართველოში დამეთვალიერებინა ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის პლანტაციები. ჩვენ მზად ვართ, პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად ჩავერთოთ დაგეგმილ ღონისძიებებში“, - განაცხადა ბროკ ბირმანმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics