08:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 13:35:39, 1905 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელმა, ვერა დე კოსტა ე სილვამ, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველო ასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის საფუძველზეც  თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთები ბოლო წლებში ეტაპობრივად გაიზარდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, საქართველოში 14% არის შემცირებული თამბაქოს მოხმარება (რეალიზებული თამბაქოს რაოდენობა), რაც სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან.

ასევე, სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ქვეყნის შიგნით და ეკონომიკურ საზღვარზე,  მიმდინარეობს ღონისძიებები კონტრაბანდული  უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვის გამოვლენა-აღკვეთისა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

 

 (NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics