|
2018-02-27 18:10:32, 1919 ნახვა
საზოგადოება
„რადიო თავისუფლება“ - ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულებს ახალგორის მილიციის უფროსთან უთანხმოება ჰქონდათ
„რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის კორესპონდენტის, გოგა აფციაურის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს, ახალგორის მილიციის უფროსთან, ალექსანდრე ჯიოევთან უთანხმოება ჰქონდათ. ამის შესახებ ჟურნალისტმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა. როგორც აფციაურმა აღნიშნა, ლევან ქუტაშვილს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა, საგუშაგოზე შელაპარაკება მოუვიდა. "ოჯახიც ადასტურებს, რომ ეს ბიჭები სავაჭრო ურთიერთობაში იყვნენ ახალგროთან და დღეში რამდენჯერმეც გადადიოდნენ ახალგორში. მოგეხსენებათ, სადაც სავაჭრო ურთიერთობები და ფული ჩნდება, ჩნდება - კრიმინალიც. ორ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ასეთი პიროვნება, - ალესანდრე ჯიოევი. ისაა მილიციის განყოფილების უფროსი, რომელსაც ხშირად მიჰყავს ახალგაზრდები ე.წ. ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით და მათზე ძალადობს. ასეთი შემთხვევების შესახებ ახალგორელებმაც იციან. 23 თებერვლამდე ერთი დღით ადრე, საგუშაგოზე იყო შელაპარაკება ქუტაშვილსა და იქაური ე.წ. „ძალოვანი უწყებების“ წარმომადგენლებს შორის. სწორედ ამ პირად დაპირისპირებას მოჰყვა სამეულის დაკავება", - განაცხადა აფციაურმა. მისივე ინფორმაციით, 23 თებერვალს მოხდა კიდევ ერთი შელაპარაკება, რა დროსაც ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს. "ჯერ ახალგორის განყოფილებაში, - სადაც სავარაუდოდ, მასზე იძალადეს და შემდეგ წაიყვანეს ცხინვალში", - აღნიშნა ჟურნალისტმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)