07:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 11:23:20, 1484 ნახვა

კომენტარი
ქემოკლიძე: ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია, რუსეთში მხოლოდ მასალები გაიგზავნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალშია და რუსეთში მხოლოდ საექსპერტო მასალები გაიგზავნა.

როგორც ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან ერგნეთში მორიგი შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, გვიან ღამით, ცხელი ხაზის მეშვეობით ამ ინფორმაციის დაზუსტება მოხდა.

"როცა დე ფაქტო ხელისუფლებების და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის ლოგიკური გაგრძელება არ ხდება, არსებობს იმის ალბათობა რომ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაული და ამის კლასიკური მაგალითი იყო ის, რაც ოკუპირებულ ახალგორში დაფიქსირდა. როცა დე ფაქტო ხელისუფლებების და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულის ლოგიკური გაგრძელება არ ხდება, არსებობს იმის ალბათობა რომ მოხდეს კიდევ უფრო მძიმე დანაშაული და ამის კლასიკური მაგალითი იყო ის, რაც ოკუპირებულ ახალგორში დაფიქსირდა.

შეხვედრაზე საუბარი ამ პათოსით გაგრძელდება და ქართული მხარე კიდევ ერაეთხელ ისაუბრებს იმის აუცილებლობაზე, რომ ყველა დამნაშავემ ქართული მართლმსაჯულების წინაშე აგოს პასუხი. საუბარი ასევე შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხს, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების პრობლემასა და სხვა მნიშვნელოვან განვითარებებს, რომელსაც ადგილი ქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ქემოკლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics