14:24 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 16:19:12, 724 ნახვა

რეგიონი
რეგიონებში იმიტირებული სასამართლო პროცესები იმართება

ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება - ამ მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად განაგრძობს პროექტს - „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის". 

ამჯერად, იმიტირებული პროცესი ქალაქ გორსა და თელავში, ადგილობრივ რაიონულ სასამართლოებში  გაიმართა. პროექტში 60 მოსწავლე და 20 სტუდენტი ჩაერთო.

მოსწავლეების თეორიული და პრაქტიკული მომზადების პროცესი საქართველოს მთავარი პროკურატურის აქტიური ჩართულობით ეტაპობრივად მიმდინარეობდა. პროექტში ნაფიც-მსაჯულებად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.

დასკვნით ეტაპზე, იმიტირებულ სასამართლო პროცესზე გამარჯვებული გუნდი, ასევე, საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე - „საუკეთესო პროკურორი“ და „საუკეთესო ადვოკატი“ ჟიურიმ დაასახელა. 

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და ცენტრის წარმომადგენელმა ვლადიმერ ხელაძემ გამარჯვებულ გუნდებს სიმბოლური თასები, სერტიფიკატები, მედლები და წიგნის შესაძენი სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.

ღონისძიებას მთავარი პროკურატურისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მომდევნო იმიტირებული პროცესები კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში იგეგმება.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და აღნიშნული პროექტის მთავარი მიზანია სკოლის მოსწავლეების  სამართლის დარგით დაინტერესება, ახალგაზრდებში მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics