|
2018-02-23 19:53:49, 2674 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატივით გამოდის
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფქტზე საქართველოს სახელმწიფომ უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინოს. მან მედიასთან „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების მიერ ე.წ. ოთხოზორიას სიის შექმნას. კაპანაძის განმარტებით, ხელისუფლებამ ამ სიაში უნდა შიყვანოს ის ადამიანები, ვინც პირდაპირ არაინ დამნაშავე და ვინც ფარავს ასეთი ტიპის დანაშაულებს: „ეს არის აღმაშფოთებელი ფქტი და ამაზე საჭიროა უმკაცრესი რეაგირება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან და რეაგირების ერთ-ერთი ფორმა ჩვენ დღეს შევთავაზეთ ხელისუფლებას, „ევროპულმა საქართველომ“ წარმოადგინა ინიციატივა და ამას იურიდიულად მალე გავაფორმებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შექმნას ე.წ. ოთხოზორიას სია, რომელშიც შეიყვანს იმ ადამიანებს, ვინც პირდაპირ არიან დამნაშავე და ვინც ფარავენ ასეთი ტიპის დანაშაულებს.იქნება ეს გიგა ოთხოზორიას,არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა, თუ სხვა მსგავსი დანაშაულებები“,-აღნიშნა სერგი კაპანაძემ. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)