07:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-23 18:51:02, 1869 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ყველაფერი კეთდება, რათა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი გარემოებები დადგინდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი.

მისი თქმით, მომხდარ უმძიმეს ფაქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება:

„სამძიმარს ვუცხადებ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ის დააკვეს გუშინ ახალგორში. მის მიმართ გამოყენებული იქნა ძალა და სრულიად გაურკველ ვითარებაში მოხდა მისი სიცოხცხლის ხელყოფა.უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები, რათა  დაუყოვნებლივ მოხდეს მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებების დადგენა და მიეცეს ადეკვატური შეფასება ამ უმძიმეს ფაქტს, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს და მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics