04:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-15 21:46:38, 734 ნახვა

საზოგადოება
ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” 6 წლის გახდა

ახალი ამბების სააგენტო “ექსპრესნიუსი” 6  წლის გახდა. იუბილეზე სააგენტო კვიპაროსის ხეებს დარგავს. პეტრიწის ქუჩის დასაწყისში, "ექსპრესნიუსის" სახელზე ათობით ხე დაირგვება.

დღეს სააგენტო ქვეყანაში წამყვან ონლაინ-მედია საშუალებად ითვლება. მასთან თანამშრომლობენ კერძო პირები, ბიზნეს ორგანიზაციები, სახელმწიფო უწყებები და მედია საშუალებები. 

"ექსპრესნიუსის" მთავარი ამოცანაა, ოპერატიულობასთან ერთად შეინარჩუნოს სანდოობა და მიუკერძოებლობა, რასაც იგი წლების განმავლობაში წარმატებით ახერხებს.

ახალი ამბების სააგენტო დაარსდა 2009 წელს, “ექსპრესნიუსმა” ორიენტირი აიღო დასავლური მედიის სტანდარტების დამკვიდრებზე. ერთმანეთისგან გაიყო ფაქტი და კომენტარი. შეიმუშავა ქცევის სტანდარტები. მოგვიანებით შეუერთდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

აღსანიშნავია, რომ 2009 წლის ივლისში საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსმა” ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “1news.az”-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო “არმინფოსთან”.

„ექსპრესნიუსი“ 6 წელია ქართულ მედია სივრცეში სულ უფრო პოპულარულ და სანდო მედია საშუალებად რჩება. სხვადასხვა გამოკითხვებში სააგენტოებს შორის მას ერთ–ერთი ლიდერის პოზიცია უჭირავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics