|
2018-02-23 16:45:14, 2037 ნახვა
პოლიტიკა
არგუმენტები, რომლის გამოც, მმართველი გუნდი მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ის არგუმენტები დაასახელა, რის გამოც მმართველი გუნდი აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მხარს არ უჭერს. თალაკვაძის თქმით, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას თავისი რესურსი ჯერ არ ამოუწურავს და საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის: „ის, რომ გამოძიება სწრაფად ვერ დასრულდა,არ არის საქართველოს საგამოძიებო ორგანოების ბრალი მხოლოდ იმიტომ, რომ რეალურად სუბიექტზე ხელმისაწვდომობა ვინც უნდ დაიკითხოს, ამ ეტაპზე რეალურად არ არის უზრუნველყოფილი და ეს შეზღუდვა პრობლემას შეუქმნის პარლამენტის მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიასაც. სუბიექტის დაკითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ საკითხების დასადგენად, რომელზეც საუბრობთ. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც გვაქვს არის ორი პარალელური გამოძიების წარმოება. მიგვაჩნია, რომ ორი პარალელური გამოძიების წარმოება ჩრდილს მიაყენებს გამოძიების საბოლოო მიზანს და არ იქნება ისე, როგორც საუიბრობდით, თითქოს აქ შექმნილი საგამოძიებო კომისია ხელს შეუწყობს იმ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს.საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა დავინახე რამდენიმე გამოსვლაში. სუსი საერთოდ არ არის ნახსენები ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამ საქმესთან დაკავშირებით 2 თანამდებობის პირი გადადგა. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტოლება ჩვენი გუდნის და ეს სწორედ იმიტომ გააკეთეს ამ ადამიანებმა, რომ კითხვის ნიშნები, რომელიც თქვენ განმეორებით დასვით, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას რომელიმე საქმეზე გავურბივართ, მოხსნილიყო, დამეთანხმებით, რომ ეს მაღალი თანამდებობებია. თუ ელოდით, რომ ჩვენი პოზიციები იქნებოდა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ არ გვაქვს ინტერესი გამოძიებამ შედეგები დადოს, შეკითხვებს პასუხები გაეცეს, ამ მოლოდინს ვერ გაგიმართლებთ, ვფიქრობთ, მიმდინარე გამოძიებას არ ამოუწურავს თავისი დრო და რესურსი და ვფიქრობთ, როდესაც ეს დრო და რესურსი მიმდიანრე გამოძიების ფარგლებში ამოიწურება, შემდოგ შესაძლოა დავუბრუნდეთ საპარლამენტო კომისიის საკითხის განხილვას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ და აქვე განმარტა, რომ გამოძიების მიმდინარეობას თვალს მიადევნებენ.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)