18:35 - 23 Jun, 2026
|
2018-02-23 14:27:10, 2967 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს
პოლონეთის ქალაქ ზგიეჟში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს, - ამის შესახებ Wiadomosci.pl იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გვიან ღამით სამართალდამცველებმა მოქალაქეებს საბუთების წარდგენა სთხოვეს, თუმცა მათი მხრიდან მოთხოვნა აგრესიულად იყო აღქმული. მედიის ცნობით, მოქალაქეები პოლიციელებს თავს დაესხნენ და მათ ქვები დაუშინეს. ინციდენტში სულ ორი პოლიციელი და 13 მოქალაქი მონაწილეობდა. გამოცემა წერს, რომ სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოუწიათ, რის შედეგადაც, სამი თავდამსხმელი ფეხში, მსუბუქად დაიჭრა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. Wiadomosci- იტყობინება, რომ პოლიციამ ყველა უცხოელი დააკავა და საქმეს პროკურატურა იძიებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)