17:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-19 11:44:18, 2618 ნახვა

პოლიტიკა
ნუკრი ქანთარია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დასაძლევად კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს

საპარლამენტო უმრავლეობის წევრი ნუკრუ ქანთარია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ ქანთარიამ „ქართული ოცნების“ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს იქნება საუბარი და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღება ჩემი აზრით. ვფიქრობ საკმარისი ხალხია იმისთვის, ვინც დაძლევს ვეტოს და არის გარკვეული რაოდენობა, ვინც არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, მათ შორის მეც. აქ არის რეკლამების საკითხზეც, შესყიდვებთან დაკავშირებით რაც შეეხება მგონია, რომ ეს შეიძლება ყველაზე გავრცელდეს, შემოქმედებით ორგანიზაციაზე. სტარტაფებთან დაკავშირებითაც არი. თუმცა მე მქონდა განსხვავებული პოზიცია და ამასაც დავაფიქსირებ. მე ვფიქრობდი, რომ გარკვეული ხნით მიგვეცა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს შეღავათები, რადგან ისინი ამბობდნენ რომ ამის შემდეგ სხვა სიმაღლეზე ავიდოდნენ და ვფიქრობდი, რომ ერთი წლით შეგვეძლო ჩვენ გარკვეული ცვლილებები შეგვეტანა კანონში. ამას არ დაუჭირეს მხარი და მეც ვრჩები ჩემ პოზიციაზე“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics