18:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-18 17:21:19, 3825 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი: ჩეხეთის მხარემ კვლავ დაგვიდასტურა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს

ხუთშაბათიდან პრაღაში ტურიზმის საერთაშორისო ბაზრობა იმართება, რომელშიც აფხაზეთი მონაწილებას იღებს, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა.

 ბაზრობა ჩეხეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს ეგიდით ტარდება.

ფაქტთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსი“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რომელმაც   ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზაალ გოგსაძის კომენტარი მოგვაწოდა.

ზაალ გოგსაძის განცხადებით, ვინაიდან,  გამოფენის ორგანიზატორი კერძო კომპანია „ინხება“ იყო, ჩეხეთის ოფიციალური მხარის კოორდინაცია გამოფენის ორგანიზატორებთან შეზღუდულ ხასიათს ატარებდა.

მისივე თქმით, ჩეხეთის ოფიციალური მხარე  კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს:

„აფხაზეთის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოფენაში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით რეგულარულ კონტაქტზე ვართ ჩეხურ მხარესთან. საელჩომ მიიღო მის ხელთ არსებული ყველა ზომა. ჩავატარეთ რიგი შეხვედრები. ვინაიდან, ამ გამოფენის ორგანიზატორი კერძო კომპანია „ინხება“ იყო, ჩეხეთის ოფიციალური მხარის კოორდინაცია გამოფენის ორგანიზატორებთან შეზღუდულ ხასიათს ატარებდა. ჩეხეთის ოფიციალურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს. ცხადია ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ჩეხეთის მხარესთან. მოგეხსენებათ, არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი“,-აცხადებს ჩეხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics