18:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 18:33:49, 1714 ნახვა

საზოგადოება
ბექა დავითულიანი ლევან ხაბეიშვილს: თქვენი ადგილი ცირკშია

საკრებულოს სხდომაზე მორიგი დაპირისპირება მოხდა.

ამჯერად ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბექა დავითულიანი დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება ბიუჯეტის განხილვას მოჰყვა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ლევან ხაბეიშვილი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

"ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ სხდომაზე, იმის შესახებ, რომ 100 ახალი ავტობუსი გვეყოლება, რომ ბაღები უფრო უსაფრთხო გახდება, ჩვენ და საზოგადოება თქვენ ტყუილებს ვისმენთ. ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ ნაძვის ხეზე მოგიჩინათ ადგილი, ახლა მე გეტყოდით, რომ თქვენი ადგილი ცირკშია, მაგრამ ბავშვებს ასე ვერ შევაშინებთ. მოსაბეზრებელია თქვენი ქოთქოთი", - მიმართა დავითულიანმა ხაბეიშვილს.

საპასუხოდ, ხაბეიშვილმა დავითულიანს მიმართა, შეურაცხყოფებისგან თავის შეიკავოს.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დეპუტატებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და საკითხის განხილვა გააგრძელონ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics