17:38 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-15 14:39:41, 1548 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 333 დევნილ ოჯახს დაუმტკიცდა

საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 333 დევნილ ოჯახს  დაუმტკიცდა.

ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ 333 დევნილი ოჯახის საკუთრების საკითხი იქნა განხილული. მათ დაუმტკიცდათ საკუთრება. მათ შრის, რამდენიმე იყო ისეთი ადგილი, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში იდგა პრობლემა და გადაწყვეტა ვერ ხერხდებოდა. ეს არის მაგალითად თელავში ყოფილი პროფსასწავლებლის შენობები, რომელიც გარემონტდა და სადაც დევნილები ცხოვრობენ მრავალი წელი, არ იყო გადაცემული მათთვის და მთლიაანდ საქართველოს მასშტაბით იყო რამდენიმე ასეთი შენობა. მინდა, პირადად დევნილებს მივულოცო, რადგან ეს 333 ოჯახი ისეთია, რომლებსაც ძალიან კარგი საცხოვრებელი პირობები აქვთ და დღეიდან ჩვეულებრივი საკუთრების უფლებით სარგებლობენ", -აღნიშნა სუბარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics