01:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-13 16:04:03, 1972 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ

მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ექს-პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

 „ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა 9 წლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი. მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო. ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქიდან გააგდეს. მე არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმელებმა დააკავეს. ამის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში გააძევეს და განაცხადეს, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის საფუძველი არ ჰქონდა. თავად სააკაშვილი გაძევებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის, პეტრო პოროშენკოს და ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics