01:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 18:00:41, 1537 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე: თუ პარლამენტს ელემენტარული ღირსება აქვს, მუხთარლის საქმეზე კომისია უნდა შეიქმნას

 ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება და  საზღვარზე გადაყვანა  საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განახორციელა.

„ამიტომ მთავრობა საკუთარ თავს ვერ დასჯის. ამ ადამიანმა ამხილა ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა - დაწყებული ძალოვანი სტრუქტურებიდან, დამთავრებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებით”,-აღნიშნა გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს:

„ ერთადერთი ორგანო, რომელსაც ამის გამოძიება შეუძლია, არის პარლამენტი. კეთილი ინებოს პარლამენტმა, შეასრულოს თავისი საკონსტიტრუციო მოვალეობა და შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. არ შექმნის და მით უარესი პარლამენტისთვის და მით უარესი მთავრობისთვის. რაც უფრო გვიან გამოიძიებენ ამ საკითხს, მით უფრო მკაცრად დაისჯებიან მისი შემსრულებელი პირები. საბოლოოდ რომ ჭეშმარიტება გაირკვევა, ამაში ეჭვიც არ მეპარება იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო რეზონანსის მქონე საქმე და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ადრე თუ გვიან ყველა დაისჯება, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ამ მთავრობის პირობებში ბუნებრივია, ეს არ მოხდება, თუ პარლამენტს ელემენტარული ღირსება აქვს და უნდა თავისი რენომეს შენარჩუნება, კომისია უნდა შეიქმნას”,-განაცხადა გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics