00:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 14:38:53, 1488 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მომდევნო წლების განმავლობაში ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ვაპირებთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 100 ახალი ავტობუსის ყიდვის საშუალებას იძლევა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მომდევნო წლებში ავტობუსების პარკის სრული განახლება მოხდება.

"ერთ-ერთი დაპირება წინასაარჩევნოდ იყო სატრანსპორტო მიმართულების მოწესრიგება. ვიცით რა მდგომარეობაშია არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი.  მათ ყველანაირი რესურსი აქვთ ამოწურული. შესაბამისად განახლება აუცილებლობას წარმოადგენს. წელს ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ მინიმუმ 100 ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, ევროპული ტიპის. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. მომდევნო წლების განმავლობაში ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ვაპირებთ",- განაცხადა კალაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics