|
2018-02-05 20:58:41, 1815 ნახვა
კომენტარი
კახა კოჟორიძე: მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ შსს კამპანიას #არაჩადებას! შეუერთდა
პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძის შეფასებით, პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა აქციას #არაჩადებას! მისი თქმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სამინისტრო არნიშნული პრობლემის არსებობას აღიარებს. კოჟორიძის აზრით, აღიარება არის პირველი ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად: „პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ცხადია, მიესალმება ამ კამპანიას #არაჩადებას!, ვუერთდებით ამ კამპანიას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამ კამპანიისადმი შეერთებას, ვფიქრობ, ეს პოზიტიურად უნდა შეფასდეს. ეს გარკვეულწილად შეიძლება ნიშნავდეს სამინისტროს მხრიდან ამ პრობლემის არსებობის აღიარებას და აღიარება არის პირველი ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად. შესაბამისად, ეს მხოლოდ პოზიტიურ რეაქციას იმსახურებს“,-განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)