21:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 19:02:03, 1882 ნახვა

სამართალი
სასამართლომ „თავისუფლების მოედანზე“ დაკავებულები დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროსადგურ "თავისუფლების მოედაზე" ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული ორი პირი კანონდამრღვევად სცნო.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულებს სასჯელის სახით 1 000 და 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გ.ს. და თ. მ. სამართალდამრღვევებად სცნო წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისათვის. სასამართლოს დადგენილებით გ.ს.-ს ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის, ხოლო თ.მ.-ს 500 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების თანახმად, ქ. თბილისის, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე გ.ს.-მ და თ.მ.-მ დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგინებოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს.  სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მტკიცებულებათა, მათ შორის ვიდეო-ჩანაწერების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია  გ.ს. -ს და თ.მ.-ს მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე  და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება შესაძლებელია გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics