21:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:41:44, 1939 ნახვა

სამართალი
მახლაზ მაჩალიკაშვილი: ისინი მკვდარსაც კი მოტეხავდნენ ხელებს და ჩაუდებდნენ ხელყუმბარას, რომ ანაბეჭდები ყოფილიყო

„4 საათი თემირლანი მათ ხელში იყო. ისინი მკვდარსაც კი მოტეხავდნენ ხელებს და ჩაუდებდნენ ხელყუმბარას, რომ ანაბეჭდები ყოფილიყო“, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი მოთხოვნა სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა და სწრაფი, ობიექტური გამოძიების ჩატარებაა.

"მთავარი მოთხოვნებია, რომ უმკაცრესად დაისაჯონ  ყველა ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის მკვლელობაში, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, ასევე ვინც განახორციელა გასროლა. მეორე მოთხოვნაა მიენიჭოს ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ ის უდანაშაულოდ. ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას, მაგალითად როგორ აერიათ მისამართი, ბინა. 4 საათი თემირლანი მათ ხელში იყო და ისინი მკვდარსაც კი მოტეხავდნენ ხელებს ისე ჩაუდებდნენ ლიმონკას, რომ ანაბეჭდები ყოფილიყო. ის კი ვეღარ იფიქრეს, რომ თუ ტერორისტი იყო, მას აუარებელი არსენალი ექნებოდა და არა ერთი ლიმონკა. ეს არის ზღაპარი - ცუდი რეჟისორის მიერ გადაღებული ცუდი ფილმის ნაწილი",-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარი პროკურორი უწყებაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics