21:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 13:22:20, 1890 ნახვა

სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მთავარ პროკუროს ხვდებიან

მთავარ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და უწყების ხელმძღვანელის ირაკლი შოთაძის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალილაშვილი, დედა მედიკო მარგოშვილი და და ნატა მაჩალიკაშვილი ესწრებიან. ოჯახთან ერთად მთავარ პროკურატურაში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მივიდნენ.

ოჯახის მთავარი მოთხოვნაა თემირლან მაჩალიკაშვილის დაზარალებულად ცნობა და ობიექტური გამოძიების ჩატარება. ისინი იმ სპეცრაზმელის დასჯასაც ითხოვენ, რომელმაც სპეცოპერაციის დროს გასროლა განახორციელა.

"მთავარი მოთხოვნებია, რომ უმკაცრესად დაისაჯონ  ყველა ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ჩემი შვილის მკვლელობაში, ვინც დაგეგმა ეს ოპერაცია, ასევე ვინც განახორციელა გასროლა. მეორე მოთხოვნაა მიენიჭოს ჩემს შვილს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ ის უდანაშაულოდ. ვითხოვთ სამართლიან გამოძიებას, მაგალითად როგორ აერიათ მისამართი, ბინა. 4 საათი თემირლანი მათ ხელში იყო და ისინი მკვდარსაც ჩაუდებდნენ ლიმონკას, რომ ანაბეჭდები ყოფილიყო. ის კი ვეღარ იფიქრეს, რომ თუ ტერორისტი იყო, მას აუარებელი არსენალი ექნებოდა და არა ერთი ლიმონკა. ეს არის ზღაპარი - ცუდი რეჟისორის მიერ გადაღებული ცუდი ფილმის ნაწილი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, 10 იანვარს იგი გარდაიცვალა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics