10:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-27 13:39:59, 2552 ნახვა

საზოგადოება
„საამაყო კაცი ხარ“ - პრემიერი ლევან გორგაძეს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს გამარჯვებას ულოცავს.

შესაბამიში მილოცვა პრემიერის ოფიციალურ Facebook გვერდზეა განთავსებული. 

„გილოცავთ, ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იაპონიაში იმპერატორის თასის მფლობელი გახდა! ლევანი პირველი ქართველი და მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ გამარჯვების მოპოვება შეძლო. გილოცავ ლევან, საამაყო კაცი ხარ!“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. გორგაძემ ფინალურ ორთაბრძოლაში იაპონელი შოჰაზანი დაამარცხა, რითაც საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია ისტორიაში, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტურნირზე 13 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics