10:32 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 19:28:15, 2408 ნახვა

საზოგადოება
პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში „ავერსის“ კლინიკის ექიმების მიერ უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

22 იანვარს პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის და ლიმფური კვანძების ამოკვეთა მიდგომით პირის ღრუდან. აღნიშნული ოპერაცია "ავერსის" კლინიკაში განხორციელდა.  

დიაგნოზი ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ოპერაცია ჩატარდა უნიკალური ენდოსკოპიური მეთოდით - ტრანსორალურად, მიდგომით პირის ღრუდან. (TOETVA - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach). ონკოლოგიურ პაციენტს თირეოიდექტომიასთან (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) ერთად ჩაუტარდა ლიმფური კვანძების ამოკვეთაც - ლიმფოდისექცია.

ოპერაციები ერთობლივად ჩაატარეს სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო კლინიკის (SNUH) პროფესორ ჯინ ვუკ იიჰიმ  და ,,ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტმა - ედიშერ სიხარულიძემ. 

26 იანვარს  ავერსის კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოში და  ამიერკავკასიაში პირველად ჩატარებული ამ უნიკალური ოპერაციის მიმოხილვა. 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics