17:45 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 18:16:13, 1686 ნახვა

კომენტარი
„სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი: მზად ვართ, ყველას მივაწოდოთ დოკუმენტაცია ამ საქმეზეც და კარტელზეც

კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი შარაშიძე  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება.

მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი უკვე მესამედ დაბარება კარტელურ გარიგებებზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება.

„ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს. რამენაირად ყურადღება გადაიტანონ იმ ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული  მათვის საქმიდან, რარომელიც ეხება კარტერულ გარიგებებს. რომელზეც დაიწყო სამართლებრივი მოკვლევა და როგორცკი მოკვლევა დიწყო, იმდღესვე დამიბარეს დაკითხვაზე.  ჩვენ მზად ვართ იმისთვის რომ ყველას მივაწოდოთ ყველანაირი დოკუმენტაცია ამ საქმეზეც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კარტელზეც“-  განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ამასთან, შარაშენიძემ ბიზნესომბუსმენს მიმართა და მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა.  საქმე ეხება,  გარკვეული პირობების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემას.

შეგახსენებთ, რომ რეანომობილების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერიდან შპს „სიტროენ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაცია მოხდა. “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.

ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თემაზე  განმარტებაც გააკეთა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, აღმოჩნდა რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილ საბუთებსა და სამინისტროს მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს შორის მრავალი შეუსაბამობა იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics