09:07 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 14:00:49, 2132 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში „კოზა ნოსტრასთან“ ბრძოლის ფარგლებში 56 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერია

იტალიაში, სიცილიის აგრიჯენტოს პროვინციაში „კოზა ნოსტრასთან“ ბრძოლის ოპერაციის ფარგლებში 56 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დაკავებულთა შორის ასევე ქალაქ სან-ბიაჯო-პლატანის მერი სანტო საბელაა.

სამართალდამცველების თქმით, დაკავებულებს ბრალად მაფიოზური ორგანიზაციის შექმნა, ფულის გამოძალვა და ნარკოტრაფიკი ედებათ. გამომძიებლები ამტკიცებენ, რომ სანტო საბელამ თანამდებობა "კოზა ნოსტრას“ დახმარებით მიიღო და სანაცვლოდ კი, მათ სახელმწიფო ტენდერებს სთავაზობდა.

მედიის ცნობით, ოპერაციაში ჩართული იყო 400-მდე სამართალდამცველი. მათ რამდენიმე მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics