|
2018-01-20 15:42:12, 2492 ნახვა
სამართალი
პროკურორი - რესტორანში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე მეორე დანაა ამოღებული, თუმცა მასზე სისხლის კვალი არ აღინიშნება
პროკურორის ნიკოლოზ ნინიძის ინფორმაციით, რესტორან ”აღაში” დაჭრის საქმის გამოძიების ფარგლებში, მეორე დანაა ამოღებული, თუმცა მასზე სისხლის კვალი არ აღინიშნება. პროკურორის თქმით, არსებობს რამდენიმე პირდაპირი ჩვენება, რომელიც საბა სამუშიას დანაშაულში ამხელს. "ამოღებული არის ასევე მეორე დანა, რომელიც არის რესტორნის საკუთრება, ანუ სუფრის დანა, რომელზეც არანაირი სისხლის კვალი არ არის. ეს არის დანა, რომელიც რესტორანთანვე ეგდო და ერთ-ერთი პიროვნების მიერ იქნა აღებული. ის აპირებდა საბა სამუშიას გაკიდებოდა, მეგობრების დაჭრის გამო. მან თქვა, რომ შემდგომში ეს დედა რესტორანთან დავაგდეო. რაც შეეხება მეორე დანას, რომლითაც საბა სამუშიამ ჭრილობები მიაყენა, ეს დანა არის სისხლიანი. ამ ეტაპზე არის რამდენიმე ადამიანის პირდაპირი ჩვენება, რომელიც ამხელს საბა სამუშიას დანაშაულის. ასევე არის დამკავებელი პატრულის ჩვენებაც", - განაცხადა ნიკოლოზ ნინიძემ. ცნობისთვის, საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი. ესენია: 117 მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს), 118 მუხლის მესამე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც 3დან 5-წლამდე პატიმრობით ისჯება) და 239 მუხლის მესამე ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება). მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს, გმიერთა მოედანზე მდებარე რესტორან "აღაში" ურთიერთშელაპარაკების დროს 3 პირი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ანსამბლის მომღერალია, რომელიც იმ ღამეს რესტორანში მღეროდა. მანამდე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინაროებდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობდა.
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)